ავღანეთში ვერტმფრენის კატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში ვერტმფრენის კატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი TOLO News ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო ვერტმფრენი ვარდაკის პროვინციაში ჩამოვარდა.

მედიის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" აიღო.