ავიაკომპანიებმა ბორტზე ალკოჰოლის მიღება აკრძალეს

რამდენიმე ავიაკომპანიამ, მათ შორის Easyjet-მა, KLM-მ, Delta Airlines-მა, American Airlines-მა და Virgin Australia-მ კორონავირუსის პანდემიის გამო თვითმფრინავში ალკოჰოლური სასმელების მოხმარება აკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

ალკოჰოლის შეთავაზების შეწყვეტისთანავე, ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის კონტაქტი შეამცირეს. ზოგიერთმა მათგანმა კი, მენიუში მხოლოდ წყალი დატოვა, რადგან ადამიანებმა ნიღბები ხშირად არ მოიხსნან, რომელთა ტარებაც ფრენების დროს სავალდებულოა.