ავსტრიაში აფეთქებისას 9 ადამიანი დაშავდა - განახლებულია

ავსტრიაში, ლინცის ოლქში შემავალ ჰერშინგის კომუნაში მდებარე ნაგვის გადამამუშავებელ საწარმოზე აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილზე მაშველები, მეხანძრეები და პოლიცია მუშაობს.

საწარმო ლინც-ჰერშინგის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ინციდენტს რეისების შეფერხება არ გამოუწვევია.

პოლიცია აცხადებს, რომ შემთხვევა ტერორიზმთან კავშირში არ არის.