ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში ,,კომენდანტის საათი" დაწესდა

ავსტრალიაში კორონავირუსის მკვეთრი მატების გამო, ვიქტორიას შტატ მელბურნში ,,კომენდატის საათი" დაწესდა. ინფრომაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მელბურნის მაცხოვრებლებს სახლიდან 5 კილომეტრზე მეტ მანძილზე გამგზავრება არ შეეძლებათ. გარდა ამისა, სავარჯიშოდ და საყიდლებზე გადასაადგილებლად კონკრეტული დრო აქვთ გამოყოფილი.

ვიქტორიას პრემიერ-მინისტრის თქმით, ე.წ. კომენდატის საათი ყველა მოქალაქისთვის 2 აგვისტოდან ყოველ ღამით ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე იმოქმედებს.

ცნობისთვის, ვიქტორიას შტატში დღე-ღამეში COVID-19-ის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 7 ადამიანი დაიღუპა.