ავსტრალია საზღვრების გახსნას 2022 წლისთვის გეგმავს

ავსტრალიის ტურიზმისა და ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში უცხოელთათვის შესვლა, შესაძლოა, 2022 წლის მეორე ნახევრამდე შეიზღუდოს. ამის შესახებ ინფორმაციას Channel News Asia ავრცელებს.

”სავარაუდოდ, საერთაშორისო საზღვრების გახსნა მოხდება მომავალი წლის შუა პერიოდში ან მეორე ნახევარში", - განაცხადა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ ამ ხნის განმავლობაში ავსტრალიას შეუძლია, განაახლოს უფასო ფრენები ცალკეულ ქვეყნებთან, როგორც ეს მოხდა ახალ ზელანდიასთან. თუმცა, შესაძლოა, პანდემიის ფონზე ეს გადაწყვეტილებაც შეიცვალოს.

ცნობილია, რომ 19 აპრილს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის საჰაერო მიმოსვლა პირველად ერთი წლის განმავლობაში საკარანტინო შეზღუდვების გარეშე განახლდა.

ავსტრალიაში, საშუალოდ, ყოველდღე კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. საერთო ჯამში, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 30 ათასი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსს 910 ადამიანი ემსხვერპლა.