ავსტრალიაში 2-კვირიანი ძებნის შემდეგ 4 წლის გოგონა იპოვეს

ავსტრალიაში ცოცხალი იპოვეს 4 წლის გოგო, რომელიც 18 დღის შემდეგ გაუჩინარდა. პოლიციამ კლეო სმიტი უცხო მამაკაცის სახლში მისი გაუჩინარების ადგილთან ახლოს იპოვა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

კლეო სმიტი ერთ-ერთ ბანაკში, პოპულარულ ტურისტულ ადგილას, მისი ოჯახის კარვიდან 2 კვირის წინ გაუჩინარდა. მასშტაბური სამაშველო-სამძებრო ოპერაცია როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში მიმდინარეობდა. მასში 100 პოლიციელი და ავიაცია მონაწილეობდა. ხელისუფლებამ კლეოს ადგილსამყოფელის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის 1 მილიონი ავსტრალიური დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

პოლიცია ქალაქ კარნარვონში საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ შევიდა, რაც ერთ-ერთმა მეზობელმა დაკავებული უცნაური ქცევის შესახებ განაცხადა. ის მაღაზიაში ბავშვის საფენებს ყიდულობდა. სამართალდამცავებმა იქ დაკარგული კლეო აღმოაჩინეს. 36 წლის მამაკაცი დაკავებულია.