ავსტრალიაში ახალი 2020 წელი დადგა - VIDEO

ავსტრალიაში ახალი 2020 წელი დადგა

ავსტრალიაში ახალი 2020 წლის დადგომას გრანდიოზული ფოიერკევრკებით აღნიშნავენ. სამოა, კირიბატის აღდგომის კუნძულისა და ახალი ზელანდიის შემდეგ, ახალი წელი ავსტრალიაშიც დადგა. 

მიუხედავად ხანძრების უმძიმესი სეზონისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნისა, ქვეყანამ ახალი წლის ფოიერვერკებით აღნიშვნაზე უარი მაინც არ თქვა და ავსტრალიის დიდი ქალაქები ახალი წლის დადგომას გრანდიოზული, ცეცხლოვანი შოუებით ეგებებიან. ავსტრალიის ფოიერვერკები ერთ-ერთ- ყველაზე თავლისმომჭრელი და მასშტაბურია მთელ მსოფლიოში. 2020 წლის დადგომის აღსნიშნავალდ ჰაერში 100 000 ფოიერვერკი გაისროლეს.

სიდნეის ლორდ-მერის კლოვერ მურის განცხადებით, ფოიერვერკები სწორედ ის სიმბოლოა, რომელმაც, გასაჭირის ჟამს, ავსტრალიელ ხალხს მომავლის იმედი უნდა მისცეს. ამის პარალელურად, კოლოვერ მურმა, ქვეყანას, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, გააქტიურებისკენ მოუწოდა.