ავსტრალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ავსტრალიაში მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდამ 6 შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად მანსფილდსა და მელბურნში შენობები დაზიანდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ვიქტორიის შტატში, დაბა მენსფილდთან იყო. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მელბურნის ჩრდილოეთ ნაწილის უბნებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო დაზიანებული შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.