ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობაა

ავსტრალიაში, გასული კვირების ტყის ხანძრების შემდეგ, ახლა უკვე წყალდიდობას ებრძვიან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში, ახალი სამხრეთ უელსსა და ქუინსლენდის შტატებში ხელისუფლებამ "მკაცრი გაფრთხილება" გამოაცხადა. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისა და მოგზაურობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს.

ამასთან, წყალდიდობის საფრთხის წინაშეა ფრეიზერის კუნძული - მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი კუნძული.

ავსტრალიის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა წყალდიდობისაგან ოთხი ადამიანი გადაარჩინა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სერფინგისათვის საშიში პირობების გამო, რამდენიმე სანაპირო ჩაიკეტა.