ავსტრალიაში ევაკუაციის ბრძანება 30 000-მდე ადამიანმა მიიღო

ავსტრალიაში ტყის ხანძრების გამო ათობით ათასმა ადამიანმა ევაკუაციის ბრძანება მიიღო. ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ადამიანები საცხოვრებელ სახლებსა და სადღესასწაულოდ მოწყობილ კურორტებს ტოვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს. 

ავსტრალიის ხელისუფლების ცნობით, შტატის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა უკვე 40 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ამას ემატება ძლიერი ქალი, რომელიც მიმართულებას იცვლის. შესაბამისად, ხვალ შტატში ყოფნა სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს. 

ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 100-ზე მეტი ხანძრის კერაა. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 

სტიქიას ოფიციალური მონაცემებით დღემდე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.