ავსტრალიაში ქვა-ღორღის ჩამოშლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ ხეობაში ქვა-ღორღის ჩამოშლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 7 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელერადიოკორპორაცია ORF ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი Bärenschützklamm-ის ხეობაში მოხდა. ადგილზე პოლიცია, მაშველები, წითელი ჯვრის თანამშრომლები და მეხანძრეებია მობილიზებული. სამაშველო ოპერაციაში სამი ვერტმფრენი მონაწილეობს.

მაშველების ინფორმაციით, 4 დაშავებული ვერტმფრენებით საავადმყოფოში გადაჰყავთ, დანარჩენებს დახმარებას ადგილზე უწევენ.