ავსტრალიაში მაღაროში აფეთქებისას 5 ადამიანი დაშავდა

ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში ქვანახშირის მაღაროში აფეთქებისას 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი ABC ავრცელებს.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სასუნთქი გზების და სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობა აქვთ. მათი მდგომარეობა მძიმეა.

მაღაროს სხვა თანამშრომლები ევაკუირებულნი არიან. მუშაობა შეჩერებულია.