ავსტრალიაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფუტკარი, რომელიც გადაშენებული ეგონათ

ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსსა და კუინზლენდის შტატში მეცნიერებმა 225 ზოგადი და 20 მიზნობრივი სინჯის აღების შედეგად, იშვიათი ფუტკარი Pharohylaeus lactiferus აღმოაჩინეს, რომელიც 100 წლის განმავლობაში არ უნახავთ. ერთ-ერთი მეცნიერის თქმით, ამ სახეობის ფუტკრები კუინზლენდში ბოლოს 1923 წელს ნახეს.

"ფუტკრის სამი პოპულაცია აღმოჩენილია კუინზლენდის სანაპიროზე, ისინი თავის საყვარელ მცენარეებს იქ სტუმრობენ. მათი ამგვარი ქცევა მიუთითებს იმაზე, რომ ეს ფუტკრები იზოლირებულები არიან", - განაცხადა მეცნიერმა.

მეცნიერებმა ასევე დასძინეს, რომ Pharohylaeus lactiferus-ის სახეობის ფუტკარი კლიმატის ცვლილების, ჰაბიტატის დაკარგვისა და ავსტრალიის ტროპიკული ტყეების ხანძრის გამო რთულ პირობებშია და შესაძლოა, ეს იშვიათი ფუტკრის სახეობა სხვა ცხოველებთან ერთად გადაშენდა.