ავსტრალიაში მოულოდნელ ყინვებს მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრალიაში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ძლიერმა წვიმამ და ყინვამ მოიცვა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრალიაში ივნისის თვეში რეკორდული სიცივე დაფიქსირდა. 

ანტარქტიდიდან მონაბერმა ჰაერის ცივმა მასებმა სიდნეიში ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაიყვანა. ავსტრალიაში, ივნისის თვეში ასეთი დაბალი ტემპერატურა უკვე  37 წელია არ დაფიქსირებულა.

შემცირებულ ატმოსფერულ წნევას ზოგიერთ რაიონში წყალდიდობა მოჰყვა, რის შედეგადაც ვიქტორიაში სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ხელისუფლებამ ქალაქ ტრარალგონის 26,000 მაცხოვრებლის ევაკუაცია გამოაცხადა.