ავსტრალიაში "Pfizer-ით" 12-15 წლის ბავშვებს აცრიან

ავსტრალიის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ 12-დან 15 წლამდე "Pfizer-ის" პრეპარატით ვაქცინაციის ნება დართო. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრალიური 7news ავრცელებს.

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი, გრეგ ჰანტის თქმით, ვაქცინის გამოყენების დამტკიცებამდე მარეგულირებელმა მტკიცებულებები კარგად შეისწავლა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ავსტრალიაში "Pfizer-ით" 16 წელს გადაცილებულ პირებს ცრიდნენ.