ავსტრალიაში საზღვაო პოლიციის ოფიცერი ზვიგენმა შეჭამა

ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთით ღია ოკეანეში მოცურავე მამაკაცი ზვიგენმა შეჭამა. შემთხვევა კულის კუნძულთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული მოცურავე და საზღვაო პოლიციის ოფიცერი იყო. სამართალდამცველებს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, ისინი ვალდებულნი არიან კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში მოძებნონ ცხედარი მიმდებარე ტერიტორიაზე. 

მამაკაცთან ერთად ზღვაში ქალიც იმყოფებოდა, რომელიც ინცინდენტის დროს ნავზე იყო ასული. ის, შოკისგან მიღებული სტრესისგან, უკონტაქტოა და მკურნალობას ადგილობრივ კლინიკაში გადის. 

ავსტრალია ცნობილია ზვიგენების ადამიანებზე თავდასხმის მაღალი მაჩვენებლით. თუმცა, ასეთი შემთხვევები ფატალურად იშვიათად მთავრდება. ბოლოს მსგავსი ტრაგედია 2017 წელს დაფიქსირდა.