ავსტრალიაში საზოგადოებრივ ტუალეტებში ქაღალდისა და საპნის მოპარვა დაიწყეს

ავსტრალიაში საზოგადოებრივი ტუალეტებიდან საპონი და ტუალეტის ქაღალდი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას "Daily Mail" ავრცელებს.

ვიქტორიას შტატში, გიპსლენდის აღმოსავლეთ მხარეში მსგავსი ფაქტები 100-ზე მეტ საზოგადოებრივ ტუალეტში დაფიქსირდა.

"სამწუხაროა, მაგრამ ყველა ტუალეტისთვის ყურადღების მიქცევა და კონტროლი შეუძლებელია", - განაცხადა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა, ჯონ უაითმა.