ავსტრალიაში ტროპიკული ციკლონი მძვინვარებს

დასავლეთ ავსტრალიას ტროპიკული ციკლონი "სეროია" დაატყდა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ქარის სიჩქარემ 170 კმ/სთ-ს მიაღწია. ძლიერი წვიმა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, რომლის შედეგადაც 20 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

გარდა ამისა, განადგურებულია ათობით სახლი და წაქცეულია ხეები.