ავსტრალიაში ზვიგენმა მამაკაცი დაგლიჯა

ახალი სამხრეთი უელსის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News ავრცელებს.

მაშველებმა ზედა ბარძაყის ჭრილობით წყლიდან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გამოიყვანეს. მას ყველანაირი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცნობილია, რომ მამაკაცი ადგილობრივი სერფერი იყო. პოლიციის განცხადებით, საბედისწერო ინციდენტის გამო სანაპირო დახურულია.

გარდა ამისა, ზვიგენის ნაკბენის ფოტოებს ამჟამად მეცნიერები აანალიზებენ, რომლებიც ზვიგენის ტიპი და ზომის დადგენას ეცდებიან.