ავსტრალიის ერთ-ერთი შტატი მთლიანად ობობას ქსელშია გახვეული

ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში ობობებს ებრძვიან. ქალაქი გიპსლანდი ობობებმა მთლიანად ობობას ქსელში გაახვიეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Australian წერს. 

მეცნიერები განმარტავენ, რამდენიმე კვირის წინ შტატში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, ობობები იძულებულნი გახდნენ თავშესაფარი მთებში ეპოვათ და ახალი ბუდეები აეშენებინათ.

ავსტრალიური ობობები, რომლებმაც მთელი ქალაქი მოიცვეს უმეტესად ადამიანისთვის უვნებლები არიან. მათი ნაკბენი შხამიანი არ არის.