ავსტრალიის პოლიციამ ცხარე სოუსის ბოთლებში 400 კგ ნარკოტიკი აღმოაჩინა

ავსტრალიაში პოლიციამ 400 კმ კრისტალური მეტამფეტამინის სოუსის ბოთლებში დამალვისათვის 4 კაცი დააპატიმრა. 

სამართალდამცავებმა აშშ – დან სოუსით სიდნეში გემით გაგზავნილ „sriracha chilli“ სოუსში დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნარკოტიკი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მათ 30, 34, 36 და 45 წლის ოთხი ადამიანი დააკავეს. პოლიცია აშშ-ს ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა ტვირთის გამომგზავნის ვინაობა დადგინდეს. 

კომისრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, სტიუარტ სმიტის განცხადებით 768 ბოთლი მაშინ იპოვეს, როდესაც ისინი „კლანდესტინის ლაბორატორიაში“ მიჰქონდათ. ერთ-ერთი ოფიცერის განცხადებით, ეს იყო კარგად "დახვეწილი" და შემუშავებული გეგმა, რადგან sriracha chilli სოუსით ნარკოტიკების გადაზიდვის პროცესი გამგზავნებისა და მიმღებების მხრიდან ქიმიის ცოდნას მოითხოვს.