ავსტრიაში 26 დეკემბრიდან საერთო ეროვნული კარანტინი ამოქმედდება

ავსტრიაში, 26 დეკემბრიდან, წელს უკვე მესამედ, ერთიანი ეროვნულ კარანტინი ამოქმედდება. ადგილობრივი გამოცემა The Local-ის ცნობით, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.

”გადავწყვიტეთ, რომ შობას, როგორც დაგეგმილი გვქონდა ისე გავატარებთ, მაგრამ შემდეგ შეზღუდვებს ისევ გავამკაცრებთ”, - განაცხადა კურცმა.

26 დეკემბრიდან ავსტრიაში დაიხურება არასასურსათო დანიშნულების მაღაზიები და სილამაზის სალონები. საკარანტინო ღონისძიებები ასევე მოიცავს დისტანციურ სწავლებას ყველა სასწავლებელ დაწესებულებაში. 

ამასთან, 16-18 იანვრიდან მასობრივი ტესტების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყება. ტესტირება სავალდებულო იქნება გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის: მასწავლებლების და დაწყებითი კლასების პედაგოგების, სილამაზის სალონებში მომუშავე პერსონალის, ჯანდაცვის მუშაკებისა და სხვა პირთათვის.