ავსტრიაში ბარებსა და რესტორნებში მოწევა აიკრძალა

ავსტრიაში დღეს კანონი შევიდა ძალაში, რომელიც ბარებსა და რესტორნებში მოწევას კრძალავს.

აკრძალვა ჩილიმებსა და ელექტრონულ სიგარეტსაც ეხება.

მოწევა ნებადართულია შენობების გარეთ, მათ შორის ტერასებზე.

კანონდამრღვევს ჯარიმის სახით 10 000-მდე ევროს გადახდა მოუწევს.

მანამდე ავსტრიის ბარებსა და რესტორნებში მოწევა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შეიძლებოდა.