ავსტრიაში განმეორებითი კარანტინი გამოცხადდა

ავსტრიის ხელისუფლების გადაწვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყანაში განმეორებითი კარანტინი გამოცხადდა. გამოცემა Krone-ის ცნობით, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა.

დამატებითი შეზღუდვები 3 ნოემბრიდან ამოქმედდება.

20:00 საათიდან 6:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს.

საზოგადოებრივ ადგილებში სავალდებულო იქნება ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა.

დაიკეტება ბარები, რესტორნები და ღამის კლუბები.

საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები გააგრძელებენ მუშაობას, ხოლო საშუალო სკოლები დისტანციური სწავლებაზე გადავლენ. 

ავსტრიის ხელისუფლება 3 ნოემბრიდან  კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებსაც კრძალავს.