ავსტრიაში მაღაზიაში ტესტის გარეშე არ უშვებენ

ავსტრიაში დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომელიც მაღაზიაში შესასვლელად კორონავირუსის ტესტზე უარყოფით პასუხს მოითხოვს.

არასასურსათო მაღაზიებში, სილამაზის სალონებსა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სხვა ობიექტებში მოქალაქეები ტესტის ჩატარების გარეშე ვერ მოხვდებიან. ტესტირება ბოლო 48 საათში უნდა იყოს გაკეთებული.

პირველადი მოხმარებისა და გადაუდებელი აუცილებლობის ობიექტებში, როგორიცაა ბანკები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ფოსტა - შესვლამდე ტესტირება სავალდებულო არაა.