ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. დილის 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 10 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა. ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის დაიხურება.

ეგზიტპოლის მიხედვით 31 წლის სებასტიან კურცის კონსერვატიული "სახალხო პარტია" ამ დროისთვის 32%-ით ლიდერობს.

სავარაუდოა, რომ ეროვნულ საბჭოში სავარაუდოდ ადგილს მოიპოვებენ „სოციალ-დემოკრატები“, „ავსტრიის თავისუფალი პარტია“, მემარჯვენე-ლიბერალური „ნეოსი“ და მწვანეები. შედეგად, ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა, რადგან უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო 92 მანდატს ვერც ერთი პარტია მიიღებს.