ავსტრიაში ზვავს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრიაში, დახშტაინის მთის მასივში ჩამოწოლილმა ზვავმა ხუთი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Kurier იუწყება.

სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 9:30 საათზე მოხდა.

პოლიციის წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილი ორი პირი ჩეხეთის მოქალაქეა. დაღუპულთა ცხედრები ამოსაცნობად ჰალშტატში გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე ჩატარებულ სამაშველო ოპერაციაში ალპური პოლიცია, მთის მაშველები და რამდენიმე ვერტმფრენი მონაწილეობდა.