ავტომობილი ხალხში შეიჭრა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა- VIDEO

სიეტლში გამართულ საპროტესტო აქციაზე, მოულოდნელად თეთრი ფერის ავტომობილი გამოჩნდა, რომელიც დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად ორმა ქალმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო. მძღოლი მოგვიანებით დააკავეს.