ავტომობილის ხეობაში გადაჩეხვას ინდოეთში 11 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა ინდოეთში ავტომობილის ხეობაში გადავარდნის შედეგად. 

ინციდენტი ქალაქ დეხრადუნის მახლობლად მოხდა. 

დაზარალებული მოქალაქეები ხეობიდან ამოიყვანეს და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სამართალდამცველთა ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა მართვა დაკარგა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა და ხეობაში გადაიჩეხა.