ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - დაშავებულია 34 ადამიანი

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ კონიაში, ტურისტებით დატვირთული სამგზავრო ავტობუსი გზის პირას მდებარე ღობეს დაეჯახა და გადაბრუნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა. 

დაზარალებულები კონიის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, ტურისტული ავტობუსი მოყინულ გზაზე მოსრიალდა.