აზერბაიჯანელი მწერალი კორონავირუსით გარდაიცვალა

აზერბაიჯანელი მწერალი აზერ აბდულა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია მწერლის შვილის, ალპაი აზერის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

"მამის ავადმყოფობა რთულად მიმდინარეობდა. მან საავადმყოფოში დაახლოებით 20 დღე გაატარა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს", - განაცხადა მწერლის ვაჟმა.

აზერ აბდულას კორონავირუსი მარტის დასაწყისში დაუდასტურდა. იგი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.