აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა სომხეთის სამთავრობო დოკუმენტები მოიპოვეს

აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა რამდენიმე სომხური ვებ-გვერდი გატეხეს და არაერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო დოკუმენტი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტები მოპოვებულია სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის სამინისტროდან, ასევე სომხეთის მთავრობის ჩანაწერების ელექტრონული არქივის სისტემიდან. გარდა ამისა, აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა მოიპოვეს მთელი რიგი დოკუმენტაცია, რომელიც ბელარუსში სომხეთის საელჩოს ეკუთვნის.