აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა სომხურ ვებ-გვერდებზე იერიში მიიტანეს

აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა რამდენიმე სომხურ ვებ-გვერდზე იერიში მიიტანეს. გვერდებზე განთავსდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გამოსახულება და მისი ლოზუნგი "ყარაბაღი აზერბაიჯანია და ძახილის ნიშანი".

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვებ-გვერდზე ჰაკერებმა განათავსეს აზერბაიჯანის ეროვნული გმირის, მუბარიზ იბრაჰიმოვის სურათი და ილჰამ ალიევის ციტატა "თუ სომეხ ჯარისკაცს სიკვდილი არ უნდა, გაეთრიოს აზერბაიჯანული მიწიდან".