აზერბაიჯანსა და ბელარუსს შორის სამხედრო თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი

აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და ბელარუსის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.

დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბელარუს კოლეგას, ვიქტორ ხრენინს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.