აზერბაიჯანი და სომხეთი დროებით ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

აზერბაიჯანი და სომხეთი 18 ოქტომბრიდან ადგილობრივი დროით 00.00 საათზე დროებით ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტის შესახება შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საფრანგეთის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების 2020 წლის 1 ოქტომბრის განცხადების შემდეგ, რომლებიც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების 5 ოქტომბრის განცხადების შემდეგ და მოსკოვის 2020 წლის 10 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად", - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.