აზერბაიჯანი გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კიდევ ექვსი სამხედრო ნაწილის მოწყობას გეგმავს

აზერბაიჯანი ოკუპაციისაგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კიდევ ექვსი სამხედრო ნაწილის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის, გენერალი ელჩინ გულიევის განცხადებით, აზერბაიჯან-ირანის სახელმწიფო საზღვრის ოკუპაციისგან განთავისუფლებული სასაზღვრო პუნქტები უკვე აღდგენილია.

„სამხედრო-საბრძოლო პუნქტები ზანგილანის, გუბადლისა და ლაჩინის რაიონებში სომხეთთან საზღვრის დაცვისთვის შეიქმნა“, - აცხადებს ელჩინ გულიევი. მისივე თქმით, აზერბაიჯანი სომხეთისა და ირანის საზღვარზე კიდევ ექვსი სამხედრო ნაწილის მოწყობას მაისის ბოლომდე აპირებს.