აზერბაიჯანი კიდევ რამდენიმე ვაქცინას შეიძენს

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საშიშროების თავიდან აცილებისა და იმუნიზაციის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, 180 დღის განმავლობაში აზერბაიჯანი რუსეთისგან ვაქცინა "Sputnik V"-ის 300 000 ათას დოზას მიიღებს. 

კიდევ ერთი ხელშეკრულება ასევე 180 დღის განმავლობაში შვედეთისგან ვაქცინა AstraZeneca-ს 432 ათას დოზის შეიძენას ითვალისწინებს.