აზერბაიჯანი კორონავირუსის გამო ირანთან საზღვრის ჩაკეტვას ახანგრძლივებს

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, აზერბაიჯანი ირანთან საზღვრის ჩაკეტვას ახანგრძლივებს 20 ახანგრძლივებს ჩაკეტავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ქვეყნის ხელმძღვანელობამ ირანთან საზღვრის დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება 29 თებერვალს მიიღო.

ამ დროისთვის აზერბაიჯანში ინფიცირების 87 შემთხვევა ფიქსირდება, 76 პაციენტი მკურნალობას გადის, 10 გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.