აზერბაიჯანი კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებულ რამდენიმე შეზღუდვას შეამსუბუქებს

27 აპრილიდან აზერბაიჯანი შეამსუბუქებს რამდენიმე შეზღუდვას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო იყო მიღებული. ინფორმაციას ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპეტატიული შთაბი ავრცელებს.

კერძოდ, ორშაბათიდან ქვეყანაში გაიხსნება პრესის ჯიხურები, წიგნების, ტანსაცმლის, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის და მობილური ტელეფონების, ავეჯის, ავტომობილების, კოსმეტიკის და საიუველირო მაღაზიები.

ამასთან, კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვები სავაჭრო ცენტრების საქმიანობაზე. 

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1592-მდე გაიზარდა.