აზერბაიჯანი შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს - PHOTO

26 ივნისს აზერბაიჯანი შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს.

1918 წლის 26 ივნისს, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში პირველი რეგულარული სამხედრო ნაწილი - ცალკეული კორპუსი შეიქმნა. ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შექმნის სამართლებრივი საფუძველი იყო.

სპეციალური კორპუსის დაარსების გადაწყვეტილებიდან მალევე მთავრობამ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ დადგენილება გამოსცა.

1991 წლის 9 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ არმიის შექმნის შესახებ კანონი მიიღო.

1998 წლის 22 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ბრძანებით, 26 ივნისი „შეიარაღებული ძალების დღედ“ გამოცხადდა. ეს დღე ქვეყანაში არასამუშაო დღეა.