აზერბაიჯანი სომხეთს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში სდებს ბრალს

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს მშვიდობიანი მოსახლეობის საარტილერიო დანადგარებით დაბომბვაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რაიონებში, მათ შორის ტერტერის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა, ასევე სერიოზულად დაზიანდა სახლები და ინფრასტრუქტურა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მუროვდაგის სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს.