აზერბაიჯანი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

"აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

"ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ფაქტს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში აზერბაიჯანი ხაზგასმულია, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ვგეგმავთ გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა  უკრაინასთან",- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინამ ქვეყნის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ამ დღეებში დაამტკიცა. დოკუმენტში აზერბაიჯანი მოხსენიებულია, როგორც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. სტრატეგიული პარტნიორების ჩამონათვალში აზერბაიჯანთან ერთად შედიან საქართველო, თურქეთი, ლიტვა და პოლონეთი.