აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ - VIDEO

1 დეკემბერს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

ლაჩინის რაიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოხდა.