აზერბაიჯანის ელჩმა საფრანგეთში ემანუელ მაკრონს უპასუხა

აზერბაიჯანის ელჩმა საფრანგეთში რაჰმან მუსტაფაევმა ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უპასუხა.

საფრანგეთის "პრეზიდენტმა Twitter-ში" შემდეგი ჩანაწერი გააკეთა:

"ჩვენ ერთად გავწევთ წინააღმდეგობას. ამაში დარწმუნებული იყავით."

აზერბაიჯანის ელჩმა საფრანგეთში, რაჰმან მუსტაფაევმა ემანუელ მაკრონის ჩანაწერი გააზიარა და უპასუხა:

"გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო! აზერბაიჯანი და საფრანგეთი ერთად იბრძვიან და იბრძოლებენ სეპარატიზმისა და აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ".