აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ახალ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, 206 დაიჭრა.

მნიშვნელოვნად დაზიანდა 241 სამოქალაქო ობიექტი, 66 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი და 1 479 კერძო სახლი.