აზერბაიჯანის მმართველი პარტია ახალ პარლამენტში 70 ადგილს მიიღებს

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია 125 საარჩევნო ოლქის წინასწარი მონაცემები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანი" ახალ პარლამენტში 70 ადგილს მიიღებს. 

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 თებერვალს გაიმართა.