აზერბაიჯანის მთავარი ინფექციონისტი გადააყენეს

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ინფექციონისტი ჯალალ ისაევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სამინისტროში განაცხადეს, რომ შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა, ოქტაი შირალიევმა მოაწერა ხელი.

ოფიციალური ინფორმაციით, ჯალალ ისაევი სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამასთანმ აზერბაიჯანის ინფექციური დაავადების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე თაიარ ეივაზოვი დაინიშნა, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრას ხელმძღვანელობდა.