აზერბაიჯანის ომბუდსმენი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის სახლს ეწვია - PHOTO

აზერბაიჯანის ობმუდსმენი საბინა ალიევა თოვუზის რაიონში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის შედეგად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის სახლს ეწვია.

მან შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

"ჩვენ გაფართოებულ ანგარიშს მოვამზადებთ და მოკლე დროში შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში გავაგზავნით. სომხეთმა ამჯერადაც დაარღვია ადამიანის უფლებების სფეროში არსებული საერთაშორისო დოკუმენტები. მოკლულია აქ მცხოვრები მოხუცი ადამიანი, ინვალიდი. ეს ტრაგედიაა, რომელიც მოხუც ადამიანს, ინვალიდს დაემართა, როდესაც ის ვახშმისთვის ემზადებოდა", - განაცხადა საბინა ალიევამ.