აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და საფრანგეთის მთავრობას ე.წ. "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის" აღიარებისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში აზერბაიჯანის პარლამენტი მთავრობას შემდეგ საკითხებზე მიმართავს:
1. მიმართოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ეუთოს მინსკის ჯგუფიდან საფრანგეთის გამრიცხვის შესახებ.
2. გადახედოს აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობებს.
3. ეკონომიკური კავშირების გაანალიზების შემდეგ, მიიღოს შესაბამისი ზომები.