აზერბაიჯანის პრეზიდენტი თვლის, რომ ყარაბაღის საკითხის მოგვარებაში მეტი მონაწილე უნდა ჩაერთოს

ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარებით მხოლოდ ეუთოს მინსკის ჯგუფი კი არა, არამედ სხვა ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსულ "პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.

"თუ ჩვენ ვისაუბრებთ მშვიდობაზე, პირველ რიგში, მე მას ვხედავ როგორც პოლიტიკურ დარეგულირებას, რომელიც იქნება ყოვლისმომცველი, რომელიც იქნება გრძელვადიანი, მარადიული, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სერიოზული გარანტიების თანხლებით. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ქვეყნების შემადგენლობა შეიძლება მინსკის ჯგუფის შემადგენლობისგან განსხვავდებოდეს”- განაცხადა.

ალიევმა ვითარების დარეგულირების გზებზეც ისაუბრა.

”რეგიონული ძალების აქტიური მონაწილეობა, საერთაშორისო ორგანიზაციების გარანტიები და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელების დაბრუნება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მათ სამართლიანად ეკუთვნით”, - დასძინა მან.